top of page

minis 

sistemebi

guiliotine system.jpeg

VERTICAL

ვერტიკალური სლაიდერ სისტემა.

standard sliding system.jpeg

SLIDER

სლაიდერ სისტემა ნაწრთობი მინით.

slider plus system.jpeg

SLIDER PLUS

სლაიდერ სისტემა მინა-პაკეტით.

Vertical Sliding System Banner.png

VERTICAL
ვერტიკალური
miniს
სისტემა

ხშირად ცნობილი როგორც „გილიოტინა სისტემა“ ეს ინოვაციური ვერტიკალური ავტომატური მინის სისტემა მოტორიზებულია.

8 მმ ნაწრთობი ან 20 მმ მინაპაკეტი მინები ვერტიკალურად გადაადგილდებიან 3 არხიანი რელსის მეშვეობით.

 

სისტემის მართვა პულტით არის შესაძლებელი. მინები მოძრაობენ სპეციალური ქამრის და ძრავის მეშვეობით.

სისტემის საყრდენი ფიქსირებული მინაა. დანარჩენი მოძრავი მინები მასზეა განლაგებული, რაც ნიშნავს რომ საყრდენი მინა მოაჯირადაც ფუნქციონირებს როცა ყველა მინის პანელი ქვედა პოზიციაშია.

ვერტიკალური "გილიოტინა" მინის სისტემის პარამეტრები
(W) სიგანე
100 სმ > 400 სმ

(H) სიმაღლე
100 სმ > 300 სმ

კომპონენტები

Zravi

ბეკერის ძრავები ავტომატური მინის სისტემებისთვის საუკეთესო არჩევანია. ძრავი განთავსებულია ქამრის სამაგრში, და სამაგრებით უკავშირდება ჩამოსხმულ ალუმინის ხუფებს. ამგვარად მინის წონა არ აწვება ძრავს, არამედ თანაბრდება სისტემის ორივე მხარეს არსებულ საყრდენ ბოძებზე. რაც თავის მხრივ მკვეთრად ამცირებს ძრავის გაუმართაობის საშიშროებას.

მინის სისტემის ძრავი

CarCo

პროფილის ჩარჩო სისტემას მაქსიმალურ ფუნქციონალურობას და გამძლეობას აძლევს.  

თანამედროვე ესთეტიკის შექმნის გარდა, პროფილი ასევე მალავს ქარის საწინააღმდეგო დასალუქ ზოლებს გვერდებზე ღარებში.

​​

მინს სისტემის ჩარჩო

wina xufi

გაუმართაობის შემთხვევაში, წინა ხუფის მარტივად მოხსნით შესაძლებელია ძრავზე წვდომა, ყველა მინის ან სხვა ძირითადი კომპონენტების ჩამოხსნის საჭიროების გარეშე. ხუფი ილუქება შიგნიდან, არხში ჩაკეტვით, რაც ანეიტრალებს ქარის ვიბრაციისგან ან ფუნქციონირების დროს წარმოქმნილ ხმაურს.

 

მინის სისტემის წინა ხუფი

qamari

გილიოტინის მინის სისტემისთვის გამოიყენება ექსკლუზიურად შექმნილი იტალიური ქამარი. ამ ფოლადის მავთულებით გამაგრებული ქამრით 500 კგ-მდე წონის აზიდვაა შესაძლებელი. ქამარი სისტემაზე არ მაგრდება ხრახნებით, არამედ წარმოებისას იჭიმება სპეციალური მოწყობილობით, რაც აღმოფხვრის სამაგრის გატეხვის რისკს.

მინის სისტემის ქამარი

plintusi

ქვედა პლინტუსი სისტემის იზოლირებას ახდენს სითხის, ხმაურის და ნალექის წინააღმდეგ. ზედა პლინტუსი სისტემის თავსახურია, რომელიც ფარავს მინიმალურ ხარვეზებს მინებს შორის, რაც სისტემას მონოლითურ იერს აძლევს. უსაფრთხოების კუთხით, გამორიცხავს მინებსა და თავად პლინტუსს შორის რაიმე ნივთის გაჭედვის ალბათობას.

მინის სისტემის ქვედა პლინტუსი
Standard Sliding System Banner2.png

SLIDER
sistema
nawrTobi

miniT

სტანდარტული სლაიდერ მინის სისტემის ტიპები

სტანდარტულ სლაიდერ სისტემაში ნაწრთობი 8მმ ან 10მმ მინა გამოიყენება.

სისტემის ყვეელა ძირითადი კომპონენტი ალუმინისგან არის დამზადებული და მდგრადია ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

სწრაფად და მარტივად მონტაჟდება და მოსავლელდ სირთულეს არ წარმოადგენს.

სისტემა მდგრადია და უზრუნველყოფს სივრცის იზოლირებას და დაცვას ქარისგან, წვიმისგან თუ მზისგან. 

სლაიდერ მინის სისტემის პარამეტრები
სტანდარტული სლაიდერ სისტემის მინის სისქე
სტანდარტული სლაიდერ მინის სისტემის კომპონენტები
sürgülü.jpg

SLIDER PLUS
sistema

mina paketiTT

სლაიდერ პლუს მინის სისტემის ტიპები

სლაიდერ სისტემა მინა-პაკეტით პოპულარული არჩევანია როგორც რესტორნებისთვის და კაფეებისთვის, ასევე ფართო ფასადის მქონე საცხოვრებელი ობიექტებისთვის.

პროფილების ფერების ფართო არჩევნით სისტემა ერგება როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე არქიტექტურას. 

სისტემის ჩარჩო დამზადებულია ალუმინისგან, ხოლო მინები ლიანდაგების და ბორბლების მეშვეობით ჰორიზონტალურად გადაადგილდება.

მინის სისქე 10მმ ან 4+9+4მმ-ია, რაც ნიშნავს რომ მინა გატეხვის მიმართ რეზისტანტულია. ხოლო გატეხვისას ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მინები იხსნება გარე მიმართულებით და საშუალებას იძლევა სურვილისამებრ გამოიყენოთ ჟალუზები ან ფარდები.

სისტემის ჩარჩოს მონტაჟი შესაძლებელია იატაკის სიბრტყელეზე რაც სისტემის ვიზუალს ელეგანტურს ხდის და მოძრაობისას ფეხის წამოკვრის საფრთხეს აცილებს.

ყველა ცალკეული მინის მოგროვება სახელურების მეშვეობით შესაძლებელია ლიანდაგის ნებისმიერ მონაკვეთში.  

სისტემის მდგრადი ალუმინის კონსტრუქცია და სქელი მინა უზრუნველყოფს ძლიერი ნალექისგან და მზისგან დაცვას.

სლაიდერ პლუს მინის სისტემის პარამეტრები
სლაიდერ პლუს სისტემის მინა-პაკეტის სისქე
სლაიდერ პლუს მინის სისტემის კომპონენტები
bottom of page