
VERTICAL
ვერტიკალური
miniს
სისტემა
ხშირად ცნობილი როგორც „გილიოტინა სისტემა“ ეს ინოვაციური ვერტიკალური ავტომატური მინის სისტემა მოტორიზებულია.
8 მმ ნაწრთობი ან 20 მმ მინაპაკეტი მინები ვერტიკალურად გადაადგილდებიან 3 არხიანი რელსის მეშვეობით.
სისტემის მართვა პულტით არის შესაძლებელი. მინები მოძრაობენ სპეციალური ქამრის და ძრავის მეშვეობით.
სისტემის საყრდენი ფიქსირებული მინაა. დანარჩენი მოძრავი მინები მასზეა განლაგებული, რაც ნიშნავს რომ საყრდენი მინა მოაჯირადაც ფუნქციონირებს როცა ყველა მინის პანელი ქვედა პოზიციაშია.

(W) სიგანე
100 სმ > 400 სმ
(H) სიმაღლე
100 სმ > 300 სმ
კომპონენ ტები
Zravi
ბეკერის ძრავები ავტომატური მინის სისტემებისთვის საუკეთესო არჩევანია. ძრავი განთავსებულია ქამრის სამაგრში, და სამაგრებით უკავშირდება ჩამოსხმულ ალუმინის ხუფებს. ამგვარად მინის წონა არ აწვება ძრავს, არამედ თანაბრდება სისტემის ორივე მხარეს არსებულ საყრდენ ბოძებზე. რაც თავის მხრივ მკვეთრად ამცირებს ძრავის გაუმართაობის საშიშროებას.

CarCo
პროფილის ჩარჩო სისტემას მაქსიმალურ ფუნქციონალურობას და გამძლეობას აძლევს.
თანამედროვე ესთეტიკის შექმნის გარდა, პროფილი ასევე მალავს ქარის საწინააღმდეგო დასალუქ ზოლებს გვერდებზე ღარებში.

wina xufi
გაუმართაობის შემთხვევაში, წინა ხუფის მარტივად მოხსნით შესაძლებელია ძრავზე წვდომა, ყველა მინის ან სხვა ძირითადი კომპონენტების ჩამოხსნის საჭიროების გარეშე. ხუფი ილუქება შიგნიდან, არხში ჩაკეტვით, რაც ანეიტრალებს ქარის ვიბრაციისგან ან ფუნქციონირების დროს წარმოქმნილ ხმაურს.

qamari
გილიოტინის მინის სისტემისთვის გამოიყენება ექსკლუზიურად შექმნილი იტალიური ქამარი. ამ ფოლადის მავთულებით გამაგრებული ქამრით 500 კგ-მდე წონის აზიდვაა შესაძლებელი. ქამარი სისტემაზე არ მაგრდება ხრახნებით, არამედ წარმოებისას იჭიმება სპეციალური მოწყობილობით, რაც აღმოფხვრის სამაგრის გატეხვის რისკს.
